ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

16 მარ 2026

სერბეთში დასრულებულ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ორმა ქართველმა ფალავანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი კოჩალიძე ფინალში სომეხ სურენ აღაიანიანთან დამარცხდა, ხოლო 82-ში თორნიკე მიქელაძე აზერბაიჯანელ ელმინ ალიევთან.

ტურნირზე თემურ ორჯონიკიძე და კობა ქარუმიძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. 

საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.