„ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდნენ

16 მარ 2026

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ფინალში, რომელიც მადრიდში გაიმართა, პორტუგალიის ნაკრებთან დამარცხდა და 2017 წლის შემდეგ პირველად ეს ტიტული ვერ მოიგო.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანა ერთი გარდასახვა გაიტანა, რასაც პორტუგალიამ ერთი ჯარიმით უპასუხა და ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 12:3 მოიგეს. 

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების ერთადერთი მონაგარი ბექა გორგაძის ლელო იყო, პორტუგალიამ კი ერთი გარდასახული ლელო და სამი ჯარიმა მიითვალა და 19:17 გაიმარჯვა. 

პორტუგალიამ რაგბი ევროპა ისტორიაში მეორედ, 2004 წლის შემდეგ პირველად მოიგო.