16 მარ 2026
სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაცია - გალტ & თაგარტმა“ სოფლის მეურნეობის სექტორის შესწავლის შემდეგ, ახალი ინდექსი შეიმუშავა. ინდექსი იძლევა საშუალებას უფრო სისტემურად შეფასდეს სოფლის მეურნეობის მდგომარეობა, გამოვლინდეს ძირითადი ტენდენციები და სექტორის განვითარების პოტენციალი.
ღონისძიებაზე შეკრებილებს პრემიერმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიმართეს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ინდექსის შექმნა, რომელიც პროდუქტიულობის, ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით იძლევა ნათელ სურათს სოფლის მეურნეობის სფეროში სად არის პროგრესი და სადაა საჭირო მეტი მუშაობა.