16 მარ 2026
ხელვაჩაურში გუშინ გვიან ღამით მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში დაკვირვების ქვეშ იმყოფება, მისი მდგომარეობა მედიკოსების შეფასებით, სტაბილურად მძიმეა.
შუა ხნის კაცს მუცლის დახურული ტრავმა აქვს, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს მეორე დაშავებული.
ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ერგესთან ახლოს, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.