16 მარ 2026
33 წელი გუმისთის ბრძოლიდან. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს დღეს პატივი მიაგეს, გმირთა ხეივანში. ჟიული შარტავას მონუმენტთან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები და ომის მონაწილე ვეტერანები შეიკრიბნენ, მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთის ომში გუმისთის ბრძოლის ეპიზოდი, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული სამხედრო მოქმედება იყო.
შეტაკება 15-16 მარტს მდინარე გუმისთის სანაპიროს გასწვრივ რვა კილომეტრიან ფრონტზე წარიმართა.
შავნაბადას ბატალიონმა და სოხუმის სამხედრო პოლიციამ მოწინააღმდეგე ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს. 16 მარტს სეპარატისტებმა უკან დახევა დაიწყო და გუმისთა მთლიანად ქართულმა მხარემ დაიკავა.