16 მარ 2026
სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში. ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა დასრულებულია ცაგერში, ლენტეხსა და ონში.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა.
უწყების ინფორმაციით, სატყეო რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნაა.