16 მარ 2026
დუბაის აეროპორტზე დრონით თავდასხმამ საჰაერო მიმოსვლის დროებით შეჩერება გამოიწვია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ეს ინციდენტი დუბაის აეროპორტში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საერთაშორისო ტურისტული ცენტრია, მესამე შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ირანმა 28 თებერვალს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმები დაიწყო.
თეირანის თქმით, დარტყმები რეგიონში აშშ-ის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ არის მიმართული.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომმა შეაფერხა საერთაშორისო ავიაცია, რეისები გაუქმდა, გადაიდო და ან საჰაერო მარშრუტი შეიცვალა, რადგან რაკეტებითა და დრონებით თავდასხმების საფრთხის გამო ახლო აღმოსავლეთის საჰაერო სივრცის უმეტესი ნაწილი დაკეტილია.