16 მარ 2026
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანთან კონტაქტშია, თუმცა ეეჭვება, რომ თეირანი მზად არის კონფლიქტის დასასრულებლად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის - ამის შესახებ ტრამპმა ნომერ პირველი ბორტით ფრენისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ ირანის დრონების წარმოების ობიექტებს ურტყამს.
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარ ცენტრ ხარგის კუნძულზე დამატებითი დარტყმებით იმუქრება და ამბობს, რომ მზად არ არის ომის დასასრულებლად შეთანხმების მისაღწევად, რომელმაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე გადაკეტა. ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია შვიდ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ.
ტრამპი დაჟინებით მოითხოვს, რომ სრუტის დაცვაზე პასუხისმგებლობა იკისრონ იმ ქვეყნებმა, რომლებიც ყველაზე მეტად დამოკიდებული არიან ყურის ნავთობზე.
თავის სოციალურ ქსელში ტრამპმა დაწერა, რომ იმედი აქვს ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი და სხვები მიიღებენ ამაში მონაწილეობას.