16 მარ 2026
10 ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად ინდოეთში. ინციდენტი ქვეყნის აღმოსავლეთში ოდიშის შტატში მდებარე საავადმყოფოში მოხდა. ცეცხლი ტრავმატიულ განყოფილებაში გაჩნდა.
ექიმების შეფასებით, 5 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა უცნობია მათ სხეულის მძიმე დაზიანებები ხანძრის შედეგად მიიღეს, თუ მანამდე ჰქონდათ მიღებული. წინასწარი ვერსიით, ხანძარი მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა.
საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ინციდენტის დროს 23 ადამიანი მკურნალობდა.