მძაფრსიუჟეტიანმა ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ მთავარი „ოსკარი“ მიიღო

16 მარ 2026

ოსკარი წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში მძაფრსიუჟეტიანმა ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ მიიღო. სურათმა ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო 6 ნომინაციაში დაიმსახურა. ჯილდო ფილმის მონტაჟის ავტორს  ამერიკელ  ენდი იურგენსენს გადაეცა.

ემოციური გამოსვლისას იურგენსენმა გამარჯვება თავის გარდაცვლილ დეიდას, ბარბარა ჰოლს მიუძღვნა, რომელიც 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკადემიის კინოარქივში მუშაობდა. „მას უყვარდა თავისი სამსახური, ძველ ფილმებს მაჩვენებდა და კინოს ისტორიას მასწავლიდა.

აქ არ ვიქნებოდი, მის გარეშე“,- თქვა მან. საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გაიმარჯვა მაიკლ ბი ჯორდანმა ფილმში „ცოდვილნი“, ხოლო ჯესი ბაკლიმ  ოსკარი ფილმში „ჰამნეტი“ საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში მიიღო.

საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის ნომინაციაში „ოსკარის“ მფლობელი გახდა ნორვეგიული ფილმი „სენტიმენტალური ღირებულება“.