16 მარ 2026
„ძიუდოს აკადემიაში" ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართა. საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძიუდოისტებს თბილისის „გრანდ სლემზე“ წარმატებული ასპარეზობა უსურვა.
ღია ვარჯიშს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები.
ცნობისთვის, თბილისის „გრან სლემი“ „თბილისი არენაზე“ 20-22 მარტს გაიმართება.