სეულში ტრამპის მოწოდებები გააპროტესტეს

16 მარ 2026

სეულში აშშ-ის საელჩოს წინ  სამხრეთ კორეელი აქტივისტები შეიკრიბნენ და ჰორმუზის სრუტეში ჯარების გაგზავნის შესახებ მოთხოვნა გააპროტესტეს. 

შეეწინააღმდეგე ჯარის გაგზავნას“ - ამ შინაარსის სლოგანებითა და ბანერებით დემონსტრანტებმა ქვეყნის მთავრობას მოუწოდეს უარი თქვას ნებისმიერ მონაწილეობაზე იმაში, რასაც ისინი ირანის წინააღმდეგ უკანონო ომს უწოდებენ.   ისინი გმობენ აშშ-ის პრეზიდენტ  მხრიდან ზეწოლას, რომელიც მოკავშირეებისგან    ირანში ჯარების გაგზავნას მოითხოვს. 

კვირის ბოლოს ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა დაეხმარონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებაში, რადგან ირანული ძალები აგრძელებენ თავდასხმებს  სასიცოცხლო მნიშვნელობის სრუტეზე.  სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ისინი მჭიდრო კონტაქტზე არიან აშშ-თან და  გადაწყვეტილებას  საფუძვლიანი  განხილვის  შემდეგ მიიღენ

სამხრეთ კორეის კონსტიტუციით საზღვარგარეთ ჯარების განლაგებას პარლამენტის თანხმობა სჭირდება.