ბრიუსელში მინისტერიალზე ჰორმუზის სრუტის განბლოკვაში ევროკავშირის როლზე იმსჯელებენ

16 მარ 2026

ევროკავშირის წევრი ქვეყნები მსჯელობენ რა შეიძლება გაკეთდეს ევროპის მხრიდან ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარმა კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ.  აშშ მუშაობს საერთაშორისო კოალიციის შექმნაზე ჰორმუზის სრუტის გასაკონტროლებლად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან ცუდი იქნება ნატოს მომავლისთვის“, თუ მოკავშირეები არ დაეხმარებიან  ჰორმუზის სრუტის განბლოკვაში, რომელიც  ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის გამო ირანის მიერ არის დაბლოკილი.