16 მარ 2026
''ლელო-ძლიერი საქართველოს“ – ინიციატივა. პარტიაში აცხადებენ რომ აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების, ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ,,ლელოს“ განცხადებას მეტი დაზუსტება სჭირდება და არა დიალოგისკენ ზოგადად მოწოდება - ასე ფიქრობენ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით კი კონსტიტუციურ დიალოგს ითხოვენ კონსტიტუციის დამრღვევები. ქვეყნის პირველი კანონმდებლის შეფასებით „ქართულ ოცნებასა“ და „ლელოს“ ერთმანეთთან სალაპარაკო არ აქვთ.
პარლამენტის თავმჯდომარის ეს შეფასება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერისთვის, ზურაბ ჯაფარიძისთვის დამამცირებელია.
ლელო ძლიერის საქართველოს ლიდერი კი აცხადებს რომ ვიდრე ქართული ოცნება მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება მანამდე ქვეყანა ვერ განვითარდება.