16 მარ 2026
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანი საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა.
ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, მნიშვნელოვნად გადაიხედოს და გამკაცრდეს დღეისათვის არსებული სანქციები.
ცვლილების მიხედვით, ·100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ·50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ·50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის; ასევე 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.