შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს 17 მარტს წარადგენს

16 მარ 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს ხვალ, 17 მარტს წარადგენს.

როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტის პლენარული სხდომები 17 და 18 მარტს გაიმართება.

პარლამენტის პლენარული სხდომა 18 მარტს პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს წევრებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.