16 მარ 2026
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის საბანაკე ტიპის ღონისძიება აგრარული ტექნოლოგიები და სურსათის უვნებლობის თემაზე შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდა.
შეხვედრის განმავლობაში ისაუბრეს მდგრადი სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის, აგრარული წარმოების რისკების შესახებ. ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ სტუმრებისთვის და მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.