16 მარ 2026
პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დასრულდა. კომისიის შეკითხვებს საცალო ქსელების "კარფურის", "ნიკორას", "დეილი ჯგუფის" და "ორი ნაბიჯის" წარმომადგენლები პასუხობდნენ.
კითხვები ძირითადად დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებთან კომერციულ ურთიერთობებს ეხებოდა,კონკრეტულად ანგარიშსწორების ვადებზე, ასევე ნაშთების მართვაზე ისაუბრეს.
კომპანია კარფურის გენერალური დირექტორი დავით ქარქაშაძე აცხადებს, რომ პროდუქციის ფასების შესამცირებლად ე.წ. ქეშბექს ანუ „რიბეითებს“იყენებენ და „რიბეითის“ 80% უშუალოდ თაროს ფასის შემცირებაზე მიდის. მისივე თქმით, „რიბეითები“ წარმოადგენს სერვისს, რომელსაც „კარფური“ უწევს მომწოდებლებს, დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებს.