ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის შეფასება

16 მარ 2026

პრემიერ-მინისტრი მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორებს პასუხობს და აცხადებს, რომ ავტორს რატომღაც დაავიწყდა აღნიშვნა, რომ ეუთო-ოდირის მისიამ საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, ხოლო ანგარიშის პოლონელმა ავტორმა დამალა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა.

პროცესებს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მექანიზმის ანგარიში სრულიად ტენდენციურია და საერთოდ არ არის გათვალისწინებული დემოკრატიის პრინციპები.