''თანას'' ფონდის ღონისძიება

16 მარ 2026

რეაბილიტაციის ცენტრ ''თანას'' ბენეფიციარებმა მორიგი ღონისძიება ამჯერად დედებს მიუძღვნეს.  

ხელვაჩაურში სპეციალურად დედის დღისადმი მიძღვნილი კლიპის პრეზენტაცია შედგა, სადაც თანას ბენეფიციარები სიმღერებს მშობლებთან ერთად ასრულებენ.

რეაბილიტაციის ცენტრ თანას  ბენეფიციარები მსგავს კამპანიაში ხშირად არიან ჩართულები და წლის განმავლობაში მონაწილეობას არაერთ გასართობ ღონისძიებაში იღებენ.