16 მარ 2026
ბათუმის სპორტის სასახლე სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის, ღირსებისა და ფილა-ს ორდენების კავალერის გელა ჯანელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღია რესპუბლიკურ ტურნირს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
შეჯიბრება უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის ჩატარდა. ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, სომხეთის ჭაბუკთა ნაკრებიც მონაწილეობდა.
პირველობისთვის 250 მოჭიდავე იბრძოდა. გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებით, თასებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.
ტურნირი აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და ბათუმის სპორტის სასახლის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.