ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული

17 მარ 2026

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. პატრიარქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, ილია მეორის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების ინფორმაციით, მას გამოკვლევები და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა.

ექიმის ინფორმაციით, პატრიარქის მდგომარეობა ამჟამად სტაბილური, თუმცა საყურადღებო რჩება.

"პაციენტი გადმოყვანილ იქნა მასიური სისხლდენით, ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება აბსოლუტურად მართვა პაციენტის და ამ მაჩვენებლების მაქსიმალურად დასტაბილურება. პაციენტი ამჟამად იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობა, ეს არის ინტუბირებულ მდგომარეობაში", - აცხადებს კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო ასპანიძე.