იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

17 მარ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1993 წელს დაბადებული დ.ა., 1980 წელს დაბადებული ა.პ. და 1983 წელს დაბადებული ზ.ტ. ქუთაისში დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 97 შეკვრად დაფასოებული „ალფა-პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.