„ბათუმმა“ „ხარები“ დაამარცხა და „სარბიელის სინი“ დაიბრუნა

17 მარ 2026

რაგბის კლუბმა „ბათუმმა“ დიდი 10-ის მე-17 ტურში რუსთავში „ხარებს“ 24:8 სძლია და ლიდერობასთან ერთად, „სარბიელის სინიც“ დაიბრუნა, რომელსაც მე-4-მე-5 ტურებში ფლობდა.

 მოქმედმა ჩემპიონმა სატურნირო ცხრილში 62 ქულა მოაგროვა და ორი ქულით გაუსწრო „არესს“, რომელსაც „აიასთან“ ხუთქულიანი უპირატესობა აქვს. პირველი ტაიმი ზღვისპირელებმა 11:8 მოიგეს.

მეორე ტაიმში ლელო გაიტანა ჯინჭველაშვილმა, რომელმაც გარდასახვა და ორი ჯარიმა ზუსტად შეასრულა და „ბათუმმა“ „ხარები“ 24:8 დაამარცხა.