მამუკელაშვილის „ტორონტომ“ კონფერენციის ლიდერი დაამარცხა

17 მარ 2026

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა ტორონტოში „დეტროიტის“ წინააღმდეგ ითამაშა. „რეპტორსმა“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთის კონფერენციის ლიდერი „დეტროიტი“ დაძაბულ ბრძოლაში 118:109 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა 15 წუთი ითამაშა, მატჩი 8 ქულით, 5 მოხსნითა და 2 პასით დაასრულა. „ტორონტო რეპტორსს“ 38 მოგება, 29 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. 

„დეტროიტი“ კი 48 მოგებით პირველია. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო მატჩს 19 მარტს სტუმრად, ჩიკაგოში გამართავს.