17 მარ 2026
ანალიტიკურმა პორტალმა, „სოფსკორმა“ ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში გრაცის „შტურმი“ ვენაში „აუსტრიას“ ესტუმრა და 5:2 დაამარცხა, ოთარ კიტეიშვილმა კი დუბლი შეასრულა.
„სოფსკორმა“კიტეიშვილის თამაში 9.7 ქულით შეაფასა, რაც არა მხოლოდ ამ მატჩში, არამედ მთლიანად ტურში საუკეთესო შეფასება იყო.
ამავე დროს ქართველი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში 12 გოლითა და სამი საგოლე გადაცემით ბომბარდირთა დავაშიც პირველ ადგილზეა.