ბათუმის „დინამოს“ მოუგებელი სერია გრძელდება

17 მარ 2026

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-4 ტურში ბათუმის „დინამო“ სტუმრად ლიგის დებიუტანტს ტყიბულის „მეშახტეს“ სტუმრად დაუპირისპირდა და ვერც ამჯერადმოახერხა სამი ქულის აღება.

ტყიბულის "მეშახტე" კი კვლავ დაუმარცხებლია. ლადო ბურდულის გუნდი მიმდინარე ეროვნულ ლიგაში ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუშვია.

გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, თუმცა საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. საბოლოოდ მატჩი უგოლოდ - 0:0 დასრულდა. ეს ზღვისპირელებისთის ზედიზედ მესამე ფრეა ეროვნულ ჩემპიონატში.