მიხეილ ყაველაშვილი კავკასიის მედიცინის ცენტრში მივიდა

17 მარ 2026

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან ერთად კავკასიის მედიცინის ცენტრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად მივიდა.

კლინიკაში ასევე იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე. პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე და სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.

პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, დილიდან კლინიკაში იმყოფებიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ასევე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები. 

შეგახსენებთ, რომ  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. პატრიარქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.