აფეთქებების ხმა ისმოდა ცენტრალურ ისრაელში

17 მარ 2026

გამთენიისას ცენტრალურ ისრაელში ისრაელის არმიამ  ირანული რაკეტები გაანეიტრალა. აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ უკვე მესამე კვირაა მიმდინარეობს და დასასრული არ უჩანს.

კრიტიკული მნიშვნელობის ჰორმუზის  სრუტე, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის 20% გადის, დაკეტილია, რაც ზრდის ენერგიის ფასებს და ინფლაციის საფრთხეს.

ისრაელის ჯარი სამხრეთ ლიბანის ტერიტორიის ახალ ნაწილებში შევიდა, რაც გაფართოებული სამხედრო  ოპერაციის ნაწილია მას შემდეგ, რაც ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლა ირანის უზენაესი ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამრეწველო ობიექტებს დაუმიზნებს და აშშ-ის საკუთრებაში არსებული ქარხნების მახლობლად მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდებს  ამ ტერიტორიების დატოვებისკენ.