ტრამპმა ჩინეთში ვიზიტი გადადო

17 მარ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ომის გამო ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.  თეთრ სახლში ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ითხოვა ჩინეთში 31 მარტიდან 2 აპრილამდე დაგეგმილი ვიზიტის დაახლოებით ერთი თვით გადადება. „ჩვენ ვთხოვეთ, რომ ეს ერთი თვით გადაგვედო“, - თქვა მან.

„არ ვიცი. ახლა ამაზე ვმუშაობთ. ჩინეთს ვესაუბრებით. ომის გამო, მინდა აქ ვიყო. მგონი, აქ უნდა ვიყო. ამიტომ, ჩვენ ვთხოვეთ, რომ ეს ერთი თვით გადაგვედო. მოუთმენლად ველი პეკინში ვიზიტს, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მაგრამ ჩვენ ომი გვაქვს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ აქ ვიყო. ასე რომ, შეიძლება ცოტა გადავდოთ, არც ისე ბევრი“ - განაცხადა ტრამპმა.