17 მარ 2026
გამთენიისას ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმების ტალღა განხორციელდა - განაცხადეს ერაყის უსაფრთხოების ძალებმა. ოფიციალური განცხადებით, ეს თავდასხმა აშშ-ისრაელის ირანთან ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო.
დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმის მიზნით სულ ხუთი დრონი გამოიყენეს.
საელჩოს შენობაში აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველთა თქმით, საელჩოს მიმართულებით მინიმუმ სამი დრონი მოძრაობდა.
საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი ჩამოაგდო, ხოლო მესამე საელჩოს ტერიტორიაზე დაეცა, რასაც ძლიერი ხანძარი და კვამლის ღრუბლები მოჰყვა.