ქართული ღვინის წარდგენა გერმანიაში 

17 მარ 2026

დუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში პროვეინ დუსელდორფი ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის პროფესიული პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა, რომლებსაც ღვინის ექსპერტები და ღვინის მაგისტრები უძღვებოდნენ. განსაკუთრებული აქცენტი ქვევრის ღვინოებზე გაკეთდა.

ქართულ ღვინოსთან ერთად, გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო და გასტრონომია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი აქტივობებისა და ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.