უფასო სკრინინგი 

17 მარ 2026

რეგიონებში, სკრინინგის უფასო აქციები დაიწყო, მათ შორის აჭარაშიც. რაც ითვალისწინებს ინფექციური დაავადებების ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს, ასევე - არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევებს.

კამპანიის მიზანი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დაავადების ადრეული გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა.

კვლევებს, ადგილზე, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით ჩაატარებს და 15 ნოემბრის ჩათვლით იქნება ხელმისაწვდომი.

სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება.