17 მარ 2026
პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ქურდობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1 პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ დაეუფლა სხვის მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა დროს ნაქურდალი ნივთები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.