შალვა პაპუაშვილი დღეს პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს

17 მარ 2026

პარლამენტში დღევანდელი პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ანგარიშის მოსმენით დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარე კოლეგებს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას წარუდგენს. ასევე, დაგეგმილია კენჭისყრებიც.

სასესიო კვირის განსახილველ საკითხებზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე  იმსჯელეს. განიხილეს მიმდინარე კანონპროექტები და ინიციატივები. ისაუბრეს პრემიერის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა გაუქმდა.  

განიხილეს განათლების რეფორმა, რომლის თანახმადაც გამონაკლისის სახით, წელს   სკოლაში წავლენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრამდე უსრულდებათ.