17 მარ 2026
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. კლინიკის დირექტორის განცხადებით, ილია მეორე კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილური და საყურადღებოა.
სოფიო ასპანიძის ინფორმაციით, კათოლიკოსი მართვით სუნთქვაზეა, რაც შეეხება სისხლდენას, რის გამოც პატრიარქი კავკასიის მედიცინის ცენტრში ღამის 3 საათზე მოათავსეს, შეჩერებულია.
კლინიკაში იმყოფებიან სასულიერო პირები, მთავრობის წევრები და საქართველოს პრეზიდენტი.