17 მარ 2026
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან ერთად კავკასიის მედიცინის ცენტრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებოდა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა კლინიკის დატოვების შემდეგ განაცხადა, მდგომარეობა რთულია, თუმცა ინტენსიური მკურნალობა მიმდინარეობს.
„როგორც იცით, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. რთული მდგომარეობაა, მაგრამ მკურნალობა მიმდინარეობს. იმედი უნდა ვიქონიოთ ყველამ, ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი გამოჯანმრთელდეს, დაგვიბრუნდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. პატრიარქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.