17 მარ 2026
ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც ნანუაშვილი აცხადებს, ის სუს-ში მისვლაზე უარს ამბობს და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, უჩა ნანუაშვილი თავდაპირველად სუს-ში მისვლაზე თანახმა იყო, თუმცა მოვიანებით გამომძიებელს დაურეკა და უთხრა, რომ სასამართლოში გამოიკითხებოდა.
სუს-ში იგი „ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზეა დაბარებული.