"დაჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მინის ნამსხვრევებისგან, ქალბატონმა მიიღო მცირედი დაზიანება" - გეკა გელაძე აჭარაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

17 მარ 2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში 68 წლის ქალის დაშავებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ დაჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

როგორც გელა გელა გელაძემ აღნიშნა, ქალი ფანჯრის ნამსხვრევებით დაშავდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერილია.

„არანაირი დაჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საპოლიციო ღონისძიების დროს აუცილებელი გახდა, რომ მოქმედებაზე გადასულიყო სპეცდანიშნულების რაზმი და შესაბამისად, ფანჯრის ერთ-ერთი მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება. კლინიკამ გააკეთა შესაბამისი განმარტება და ქალბატონი უკვე გაწერილია სახლში,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა შორის სამი ქალია. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.