პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამსჯელოდ კონსილიუმი შეიკრიბა

17 მარ 2026

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას კონსილიუმი განიხილავს. ინფორმაცია ჟურნალისტებს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ მიაწოდა.  ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები და ცნობილი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ილია მეორის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი არ განიხილება, რაც შეეხება საქართველოში უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, მისივე თქმით, როდესაც ამის საჭიროება იქნება, უზრუნველყოფენ.   

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. კლინიკის დირექტორის განცხადებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილური და საყურადღებოა.

სოფიო ასპანიძის ინფორმაციით, კათოლიკოსი მართვით სუნთქვაზეა, რაც შეეხება სისხლდენას, რის გამოც პატრიარქი კავკასიის მედიცინის ცენტრში ღამის 3 საათზე მოათავსეს, შეჩერებულია. 

კლინიკაში დილიდან იმყოფებიან სასულიერო პირები,  კლინიკაში ცოტა ხნის წინ მივიდნენ  საქართველოს პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე. მანამდე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად გაეცნო.