ასამბლეის წევრები საოკუპაციო ხაზთან

26 მაი 2017

ოკუპირებული ახალგორის მოსაზღვრე სოფელ ოძისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ჩავიდნენ. ადგილზე არსებული ვითარება უცხოელ დიპლომატებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააცნეს.

ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების დროს ექმნება.