ე.წ. მოსკოვის მექანიზმი - პოლიტიკური შეფასებები

17 მარ 2026

„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ეუთოს მიერ საქართველოზე მომზადებული ანგარიში პოლიტიკური შეფასებების საგანია. გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული დასკვნა მძიმეა, „ოცნების“ რეაქცია“ კი უფრო მეტად. გიორგი შარაშიძის თქმით, ამ დასკვნაში მოულოდნელი და ახალი არაფერი იყო.

ქართული ოცნების მოსაზრებით კი, „ეს არის იმ ჟონგლიორობის ნაწილი, რომელსაც თავს არ ანებებენ ევროჩინოვნიკები

ერთადერთი მშვიდობის კუნძული დღეს არის საქართველო - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ცნობისთვის, ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. რაშიც საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა.