საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

17 მარ 2026

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული საქმიანობისა და ქვეყნებს შორის პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო აფასებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო-თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრობასა და სანიმუშო სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ეფუძნება ნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას.

მიხეილ ყაველაშვილმა ალი ქაან ორბაის მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ახალი ელჩი გააგრძელებს მის მიერ დამკვიდრებულ სტანდარტს და წვლილს შეიტანს საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობის განვითარებაში.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.