17 მარ 2026
შეჯამების საფუძველზე შეფასდა ახლა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა. ითქვა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კონსილიუმზე ითქვა, რომ პროცესებზე დაკვირვება დინამიკაში უნდა მოხდეს და გადაწყვეტილებები არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე იქნეს მიღებული.
რაც შეეხება კონსილიუმზე გამოკვეთილ რჩევებსა და მოსაზრებებს, უნდა დავაკვირდეთ პროცესებს დინამიკაში.
ახლა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია, ასაკის და მდგომარეობის გათვალისწინებით, თვითონ ორგანიზმზე. ყველაფერი ეს მოგვცემს შესაძლებლობას, თუნდაც რამდენიმე საათის შემდეგ ახალი მსჯელობა გაიმართოს ახალ მონაცემებზე დაყრდნობით - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ უცხოეთიდანაც მოიწვევენ ექიმებს, რომლებიც ჩაერთვებიან პატრიარქის მკურნალობის პროცესში.
მისი უწმინდესობის მდგომარეობის სანახავად დღეს კლინიკაში ქვეყნის პირველი პირები და სასულიერო უმაღლესი დასის წევრები მივიდნენ.