პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა

17 მარ 2026

პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ მცირედი გაუმჯობესება შეიმჩნევა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით თურქეთიდან მოწვეულია რეანიმატოლოგი, რომელიც ქართველ კოლეგებს დაეხმარება. მისი უწმინდესობის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მთელი დღის განმავლობაში ექიმების კონსილიუმი აკვირდება და მკურნალობის ფორმებს განსაზღვრავს.

ილია მეორე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. იგი კლინიკაში გამთენიისას მიიყვანეს. მის მოსანახულებლად დილიდან ადგილზე მივიდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ხელისუფლების სხვა წევრები, ასევე სასულიერო იერარქები.