ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც ჩემს სიცოცხლეში არც მახსენდება, სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო - მიხეილ სარჯველაძე

17 მარ 2026

მთელი გულით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც, მე არ მახსენდება ჩემს სიცოცხლეში - სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო - მართლაც ძალიან გაგვიჭირდება ყველას ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის გარეშე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე დაიწყო პატრიარქის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა ფუნქციებმა გაუარესება.

„ეს ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო. სწორედ ამაში მდგომარეობს ჰემორაგიული არასტაბილურობა, რაზეც დასაწყისიდანვე ვსაუბრობდით. დიდ სურვილის და იმედის გათვალისწინებით მოხდა ის, რაც არავის გვინდოდა და სამწუხაროდ, პროცესები ისე განვითარდა, რომ ძალიან სწრაფად დაეცა ის სასიცოცხლო მაჩვენებლები, რომელმაც საბოლოოდ ეს დიდი ტრაგედია გამოიწვია“, - განახადა სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, პატრიარქის გარდაცვალება ქვეყნისთვის უმძიმესი ტრაგედია და დანაკარგია.

„თავიდან ყველაფერი კუჭის წყლულით დაიწყო, რომელიც სისხლდენასთან იყო დაკავშირებული. როდესაც ჩატარდა შესაბამისი მანიპულაციები, ამის შემდეგ ამას მოჰყვა პოლიორგანიზული უკმარისობა, რაც გამოიხატება ფილტვების, გულის, თირკმელების უკმარისობაში. ეს არის მდგომარეობა, რომელიც, მაგალითად, წნევის შენარჩუნება უჭირდა ორგანიზმს. მე ის იმ წუთას საჯაროდ არ მითქვამს, მაგრამ კონსილიუმის თითოეულმა წევრმა აღნიშნა, რომ ასეთი რამ ნებისმიერ დროს იყო, სამწუხაროდ, მოსალოდნელი. არ მინდა უშუალოდ დეტალებზე ვისაუბროთ. მთელი გულით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც, მე არ მახსენდება ჩემს სიცოცხლეში. ეს არის უმძიმესი ტრაგედია, დანაკარგი. სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო. მართლაც ძალიან გაგვიჭირდება ყველას ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის გარეშე“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.