საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა „კავკასიის მედიცინის ცენტრიდან“ საპატრიარქოში გადაინაცვლეს

17 მარ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დედაქალაქის მერმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა „კავკასიის სამედიცინო ცენტრი“ დატოვეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატრიარქოში გადაინაცვლეს, სადაც შემდგომი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

საეკლესიო კანონმდებლობით, ახლა უნდა შეიქმნას კომისია, რომელშიც როგორც საერო, ისე სასულიერო პირები შევლენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს შემდგომ პროცესებთან დაკავშირებით.