ღვინის ტური ბრიტანელი სომელიებისა და ღვინის იმპორტიორებისთვის

21 ოქტ 2025

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდისთვის საქართველოში ბრიტანეთიდან სომელიეების, ღვინის იმპორტიორების და მედიის წარმომადგენლების ჯგუფი იმყოფებოდა. 

ბრიტანელმა სტუმრებმა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები და მარნები, ქართლში, იმერეთსა და რაჭაში მოინახულეს.

მათთვის თბილისში ასევე გაიმართა სპეციალური დეგუსტაცია რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო.