18 მარ 2026
მთელი ღამის განმავლობაში იკრიბებოდნენ მრევლი და რიგითი მოქალაქეები ბათუმის საკათედრო ტაძართან. ისინი პატივს მიაგებდნენ პატრიარქის ხსოვნას, ლოცულობდნენ, სანთლებს ანთებდნენ და ერთმანეთს უსამძიმრებდნენ. მრევლი შეიკრიბა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასაში. ილია მეორემ თავისი საეპისკოპოსო მოღვაწეობა ბათუმში, სწორედ წმინდა ნიკოლოზის ტაძარში დაიწყო. 1963-1967 წლებში იყო შემოქმედის ეპარქიის მმართველი, შეთავსებით - ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვარი. უწმინდესის სულისთვის ტაძარში მთელი ღამის განმავლობაში ფსალმუნები იკითხებოდა.