18 მარ 2026
საქართველოში ხვალინდელი დღე ისეთი არ გათენდება, როგორიც მანამდე იყო. ასევე შეიცვლება ჩვენი ქვეყანა, ისეთი აღარ იქნება, როგორიც მანამდე იყო, მისი უწმინდესობის ეპოქის დროს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მედიასთან კომენტარი გააკეთა ირაკლი ქადაგიშვილმაც, რომელიც აცხადებს რომ პატრიარქის მძიმე ჯვარი, რომელიც თავის სამშობლოსთან ერთად ატარა, დღეს უფლის წინაშეა.